ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ხანძრის დროს დაშავებული არქიმანდიტრი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა


ხანძრის დროს დაშავებული არქიმანდიტრი იოსებ ბურჯანაძე  გარდაიცვალა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს. "დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცეცხლი, დაახლოებით, 2 კვირის წინ მამათა მონასტრის სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში გაჩნდა. არქიმანდრიტმა იოსებ ბურჯანაძემ 44%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. წყარო: rustavi2



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია