- მარტი 02, 2026
ხერსონის რეგიონში უკრაინელებმა ელექტრონული ომის სადგური გაანადგურეს
- მაისი 01, 2022
- , პოლიტიკა
ხერსონის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ელექტრონული ომის ახალი სადგური გაანადგურეს - ამის შესახებ unian წერს. როგორც გამოცემა წერს, რომ ოპერატიული სარდლობის ,,სამხრეთი“ ცნობით, ხერსონის რეგიონში განადგურებულია კომპლექსი "Reppelent-1" . მათი თქმით, მტრის EW სადგური უკრაინულმა არტილერიამ გაანადგურა. „ხერსონის რაიონში ჩვენმა ჯარისკაცებმა საარტილერიო ცეცხლით გაანადგურეს მტრის ელექტრონული საომარი სადგური Reppelent-1“, - ამობობს ოპერატიული სარდლობა. აღსანიშნავია, რომ "Reppelent-1" რეალურად შექმნილია მტრის უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად. სადგურს შეუძლია დაბლოკოს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც 35 კმ-მდეა დაშორებული. როგორც გამოცემა წერს, "Reppelent-1"-ზე მუშაობა რუსეთის ფედერაციაში 2016 წელს დასრულდა. უკრაინაში 2018 წელს გაიგეს, რუსული მხარის მიერ ამ კომპლექსის გამოყენების შესახებ. [simple-author-box]