- მარტი 02, 2026
ხერსონში აფეთქებების ხმა ისმის, არიან დაღუპულები
- ნოემბერი 21, 2022
- , პოლიტიკა
ხერსონში რუსი ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბობმავენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე იური სობოლევსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. "ისევ რაკეტები ხერსონში. არიან დაჭრილები სამოქალაქო პირებს შორის, მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების გაწევა", - აცხადებს სობოლევსკი. ამასთან, უკრაინული მედია ხერსონის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.