ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ხობის საკრებულოს თავმჯდომარე უკრაინაში, დაძმობილებული ქალაქის მერს ტელეფონით ესაუბრა


ხობის საკრებულოს თავმჯდომარე უკრაინაში, დაძმობილებული ქალაქის მერს ტელეფონით ესაუბრა

ხობის საკრებულოს თავმჯდომარე გოროხოვის მერს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ლევან ლევან ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, მან მუნიციპალიტეტის სახელით, უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. "დღეს, სატელეფონო საუბარი მქონდა უკრაინაში, ხობთან დაძმობილებული ქალაქ გოროხოვის მერთან, ვიქტორ გოდიკთან. მუნიციპალიტეტის სახელით, სოლიდარობა გამოვუცხადე უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა გულისტკივილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ვუსურვო მათ უსამართლო ბრძოლაში გამარჯვება, მშვიდობა და თავისუფლება! ხობის მუნიციპალიტეტიდან გოროხოვის მერს ოფიციალური წერილიც გაეგზავნა", _ წერს ქავთარაძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია