ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ხობში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა- ახალგაზრდა ქალის  მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა


ხობში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა- ახალგაზრდა ქალის  მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა. "ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად",_ გვეუბნება წყარო. ფაქტი "გურია ნიუსს" ასევე დაუდასტურა მერის წარმომადგენელმა მარინა ლაგვილავამაც. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია