ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ხობში რამდენიმე მოჭიდავე დააკავეს, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონი


ხობში რამდენიმე მოჭიდავე დააკავეს, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონი

ხობში სამართალდამცველებმა რამდენიმე მოჭიდავე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნ.წ. ასევე, მოჭიდავე ნ.ყ. დაკავებულებს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება ბრალად. ამასთან, დაკავებულია კიდევ ორი პირი - ზ. დ. ვ. კ. , რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე პრიმა მუხლით წარედგინათ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, 25 ივლისს, ხობის ცენტრში მოხდა. ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია