- მარტი 02, 2026
„ხვალ ლარი ეღირება, ზეგ მუქთად მიღებაზე მობრძანდით“ : ოზურგეთში თხილის ფასი ლარნახევრამდე დაეცა
- სექტემბერი 21, 2022
- , პოლიტიკა
დღეს, დილიდან, ოზურგეთში, „გულშიშველა“ თხილს (შიგადაშიგ ნარევს რომ ეძახიან), 1,5 ლარად იბარებენ! სუფთა „გულშიშველას“ 2 ლარად, ხოლო „ბერძნულა“ 3 ლარი ღირს! ფასის ასეთი ვარდნის გამო, გურულები, ტრადიციულად, მწარედ ხუმრობენ და ერთმანეთს ყბისაქცევებით ესაუბრებიან: „ხვალ 1 ლარი ეღირება ერთი კილოგრამი, ზეგ კი მუქთად მოგთხოვენ...რა უჭირს, შევეწიოთ, ვაჩუქოთ ცოტა...ცოდო ხალხია ესენი,“ _ ქილიკობენ თხილის მიმღებ ჯიხურებთან. თხილის ფასის ასე დაცემას, მიმღებ პუნქტებში „ნაგერას“ სეზონის დადგომას უკავშირებენ, რასაც წვიმიანი ამინდებიც მოჰყვა.. [simple-author-box]