ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება


ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000- ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია