ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ზაპოროჟიეში რუსების სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა


ზაპოროჟიეში რუსების სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევსა და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. „ზაპოროჟიეზე მტრის თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, არის მსხვერპლი. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები“, - განაცხადა ანატოლი კურტევმა. მოგვიანებით, ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიღუპა ერთი და დაშავდა 7 ადამიანი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია