ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ზელენსკი რუსეთის FAO-დან გარიცხვას ითხოვს


ზელენსკი რუსეთის FAO-დან გარიცხვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან (FAO) რუსეთის გარიცხვას ითხოვს. "არ შეიძლება იყოს რაიმე დისკუსია რუსეთის FAO-ში წევრობის გახანგრძლივებაზე. რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, თუ იწვევს შიმშილს მინიმუმ 400 მილიონის, ან პოტენციურად მილიარდზე მეტი ადამიანის?" _ განაცხადა ზელენსკიმ. ის პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების ჯგუფის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. დასავლური ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ შავი ზღვის პორტების ბლოკირებით გლობალური შიმშილის საფრთხის შექმნაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია