- მარტი 02, 2026
ჟერარ პიკე ფეხბურთში ბრუნდება
- იანვარი 10, 2024
- , პოლიტიკა
ჟერარ პიკე ფეხბურთში ბრუნდება. ამის შესახებ "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში დაწერა. "ახალი წელია და დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფეხბურთში დაბრუნება. ძალიან მენატრება", - დაწერა პიკემ X-ზე. თუმცა, როგორც ცნობილია, პიკე ფეხბურთელი აღარ იქნება. ის მოღვაწეობას მწვრთნელად გააგრძელებს. პიკეს თქმით, დამატებით დეტალებს საზოგადოებას მალე გაუზიარებს.