ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ზოდიაქოს ყველაზე არასაიმედო ორი ნიშანი


ზოდიაქოს ყველაზე არასაიმედო ორი ნიშანი

სიყვარული ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუბსტანცია და ელექსირია. ლომებს უყვართ, როცა ეთაყვანებიან, ამიტომ ძალიან ხშირად სპეციალურად ირჩევენ ადამიანებს, ვისაც რაღაც მიზეზით არ შეუძლია მათთან ოფიციალურ კავშირში ყოფნა. გარდა ამისა, ლომი ამბიციური ნიშანია და მოსწონს კიდეც სკანდალების და საყოველთაო განხილვის ეპიცენტრში ყოფნა. როგორც იტყვიან, „შავი პიარიც ხომ პიარია, არა?“ სირთულეების სიყვარულია ალბათ ის ძირითადი მიზეზი, რატომაც ხვდება მორიელის ნიშნით დაბადებული სასიყვარულო სამკუთხედში. მორიელებს არაფერი იზიდავთ მარტივი, ამიტომ ჩვეულებრივ რუტინულ ქორწინებას, ბევრი მათგანი თავბრუდამხვევ და ვნებიან რომანებს არჩევს, თუნდაც სტატუსით არცთუ თავისუფალ პარტნიორთან. ასეთ სიტუაციაში მორიელი ასე ვთქვათ ისე გრძნობს თავს როგორც „თევზი წყალში“, მისთვის ხომ მუდმივი ექსტრიმი და ემოციების პიკი ბუნებრივი მდგომარეობაა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია