ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ზოდიაქოს რომელ ორ ნიშანს გააჩნია ყველაზე მეტი ფობია


ზოდიაქოს რომელ ორ ნიშანს გააჩნია ყველაზე მეტი ფობია

მთვარის მმართველობის გამო კირჩხიბები უზომოდ ემოციური და ინტუიციური ადამიანები არიან, თუმცა იგივე მთვარე განაპირობებს იმას, რომ კირჩხიბის ხასიათი საშინლად ცვალებადია. ამიტომ ბევრ კირჩხიბს ტანჯავს უაზრო ფობიები, რომლებიც ძირითადად ვლინდება შიშის სახით ოჯახის წევრების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გამო. ზოგ კირჩხიბს ფინანსური კრიზისის ან შიმშილისაც ეშინია ხოლმე. ერთი შეხედვით, იქნებ არ ჩანს და ლომის ნიშნით დაბადებულებს თავი ძალიანაც თავდაჯერებულად უჭირავთ, მაგრამ სინამდვილეში ლომები სავსე არიან ფობიებით. უბრალოდ, ამ ყველაფერს გულის სიღრმეში მალავენ და ქვეყნად არავის ანახებენ საკუთარ სისუსტეს. ყველაზე მეტად კი ლომებს წარუმატებლობისა და საზოგადოებაში შერცხვენის ეშინიათ. ისინი დაუღალავად იქმნიან ღირსეულ იმიჯს და იმის წარმოდგენაც კი ზარავთ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა მათი ეს იმიჯი ვინმემ შელახოს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია