ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ზოდიაქოს რომელი ნიშნები აღწევენ დასახულ მიზანს


ზოდიაქოს რომელი ნიშნები აღწევენ დასახულ მიზანს

პლანეტა მარსი, რომელიც ვერძის ზოდიაქოს ნიშნის მფარველად ითვლება, თავის მხრივ, ომის და ბრძოლის ღმერთს შეესაბამებოდა მითოლოგიაში. ამიტომ ვერძები გამორჩეულად მებრძოლი და პრინციპული ხასიათით გამოირჩევიან. ეს არის ხალხი, რომელიც არასოდეს უშინდება წარუმატებლობას და ყოველ ჯერზე, მორიგი მარცხის შემდგომ შესაშური პრინციპულობითა და ენთუზიაზმით მიიწევს კვლავ წინ, დასახული მიზნებისკენ. მსგავსად ვერძისა, მორიელის ნიშნის თანამმართველადაც პლანეტა მარსი ითვლება. თუმცა მორიელის მთავარი მფარველი პლანეტა ძლევამოსილი პლუტონია, რომელიც ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ბრძოლისუნარიანობის გარდა, ანიჭებს გასაოცარ ამტანობას და მოთმინების უნარს. მორიელს აქვს ძალა, ფაქტობრივად, ფერფლიდან აღდგეს, თუკი ამას სიტუაცია და საჭიროება მოითხოვს მისგან. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი არასოდეს უშინდება წარუმატებლობას და ყოველთვის მზადაა ხანგრძლივი ლოდინისა და მოთმინებისთვის, რათა საბოლოოდ მაინც მიაღწიოს დასახულ მიზანს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია