- მარტი 02, 2026
ზუგდიდში სახლი დაიწვა _ ცეცხლი, სავარაუდოდ, გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია
- აგვისტო 11, 2023
- , პოლიტიკა
ზუგდიდში, სოფელ ინგირში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, სახლში ამ დროს მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრმა უსაფრთხოდ გამოსვლა შეძლო. შემთხვევის ადგილას რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად, ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქება სახელდება. [simple-author-box]