ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ზვავს 5 მთამსვლელი ემსხვერპლა (ირანი)


ზვავს 5 მთამსვლელი ემსხვერპლა (ირანი)

ზვავის ჩამოწოლის შედეგად 5 მთამსვლელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას mehr ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ირანის პროვინცია ლორესტანში, ზაგროსის მთებში მოხდა. ლორესტანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ზვავში მოხვედრის შედეგად 9 მთამსვლელი დაკარგული იყო. მათგან ხუთის ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს, სამის გადარჩენა მოხერხდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც ცნობილია, შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია