პოლიტიკა
"თუ ყოვლისშემძლე უფალი დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე უფალი დედამიწაზე არ ჩამოვა", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC News-ის წამყვანთან, ჯორჯ სტეფანოპულოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, "თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს"