ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დენის დარტყმის შედეგად 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა


დენის დარტყმის შედეგად 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. მედიის ცნობით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-დან იუწყებიან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია