ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მაშველებმა დაკარგული მოზარდები 25 მეტრის სიღრმის ხევიდან ამოიყვანეს


მაშველებმა დაკარგული მოზარდები 25 მეტრის სიღრმის ხევიდან ამოიყვანეს

მაშველებმა მოზარდები 25 მეტრის სიღრმის მქონე ხევიდან უვნებლად გამოიყვანეს. შემთხვევა თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ მოხდა. "თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა. ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება",_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია