ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ეკონომიკა 8,3 პროცენტით გაიზარდა _ საქსტატი


ეკონომიკა 8,3 პროცენტით გაიზარდა _ საქსტატი

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა, _ იუწყება საქსტატი. 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია