- მარტი 10, 2024
რა მისწერა ნიკა მაჭუტაძემ მეუფე იოსებს
- სექტემბერი 14, 2021
- , სამართალი
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკოლოზ მაჭუტაძემ გურიის მიტროპოლიტ იოსებ კიკვაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აცნობა, რომ მ/წ 9 დეკემბერს იმართება რუსული კულტურის ცენტრის საწინააღმდეგო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მეცნიერები, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ატლანტიკური საბჭოს წევრები. მაჭუტაძეს სურს, რომ ი. კიკვაძე წარსდგეს ერთ-ერთ მომხსენებლად თემაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთი თავის კულტურას და რელიგიას პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტს პასუხი არ გაუცია. "ნამდვილად მივწერე შემოქმედელ მიტროპოლიტს ზუსტად ამ შინაარსით ტექსტი. ვადასტურებ სრულად. ცნობისთვის: ეს კონფერენცია მართლაც გავმართეთ, თბილისში, სასტუმრო რუმსში. შემოქმედელი მიტროპოლიტი არ დასწრებია ამ კონფერენციას. ძალიან კარგი მოხსენებით გამოვიდა ეპისკოპოსი მელქისედეკი. კონფერენციას ესწრებოდნენ მეცნიერები, პოლიტიკოსები, მედია-მენეჯერები, ექსპერტები...", _ ამბობს მაჭუტაძე. [sexy_author_bio]