- მარტი 10, 2024
რუსულმა ძალებმა კახოვკის ჰესი აააფეთქეს
- ივნისი 06, 2023
- , სამართალი
კახოვკის ჰიდროელექტროსადგური (ჰესი) რუსულმა ძალებმა ააფეთქეს,_ UKRINFORM-ის ინფორმაციით, იუწყება ოპერატიული სარდლობა სამხრეთი. "კახოვკის ჰესი რუსმა საოკუპაციო ძალებმა ააფეთქეს. ამჟამად დგინდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო უბნები. მუშაობს ყველა სერვისი. მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი", - ნათქვამია განცხადებაში. ამასობაში ხერსონის სოციალურ ქსელში კახოვკა ჰესის განადგურების ვიდეო გავრცელდა. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა გასული წლის 24 თებერვალს აიღეს ჩრდილოეთ ყირიმის არხის ძირითადი ნაგებობა და კახოვკა ჰესი.