ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი სააკაშვილის მკურნალობის პოლიპროგილურ კლინიკაში გაგრძელების რეკომენდაციას გასცემს


სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი სააკაშვილის მკურნალობის პოლიპროგილურ კლინიკაში გაგრძელების რეკომენდაციას გასცემს

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია რეკომენდირებული _ წერია ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა​ში. დოკუმენტის მიხედვით, მე-18 დაწესებულებს კლინიკა საჭირო პირობებს არ აკმაყოფილებს. ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრები პაციენტის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შიმშილობის 48 დღეს სხვა გართულებებთან ერთად, სააკაშვილს აღენიშნება გულის უკმარისობა და უახლოეს მომავალში გართულებებს პროგნოზირებენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლინიკა ამჟამად ფორმირების ეტაპზეა. სამედიცინო აპარატურის ნაწილი არის ფუნქციური, ნაწილი გადის ტესტირების რეჟიმს. დასკვნის მიხედვით, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ნაწილის ადგილზე ჩატარება შეუძლებელია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია