ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სურების ხეობაში გზა იწმინდება


სურების ხეობაში გზა იწმინდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სურების ხეობაში დიდი თოვლია. „სურების მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, ჩამოსულია ცენტრალურ გზაზე დიდი რაოდენობით მიწის მასა, მოთხრილია ხეები, სამუშაოების წარმოებას უამინდობა და რთულად მისადგომი რელიეფი ართულებს“, _ წერდა წუხელ სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე. „მოსახლეობის საყურადღებოდ _ თუ რამე დაგჭირდებათ სოფლის ხელმძღვანელობა კავშირზეა და მზად ვართ მოგემსახუროთ საჭიროების შემთხვევაში. ვცდილობთ რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ მოძრაობა“, _ წერს მერი. წუხელ შუა სურებში ცენტრალურ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა , მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, სამაშველო ჯგუფი და მერიის შესაბამისი სამსახური.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია