ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

თბილისში ქუთაისელების აქცია-მსვლელობა იმართება


თბილისში ქუთაისელების აქცია-მსვლელობა იმართება

სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები დედაქალაქში ჩამოდიან და ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ საყოველთაო პროტესტს უერთდებიან. ქუთაისის მოსახლეობა უკვე ჩამოვიდა თბილისში და ამ დროისთვის, რეზო გაბრიაძის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიმართება. ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეების, პროტესტის 24-ე დღეს, ქუთაისელების მოთხოვნაც უცვლელი რჩება: გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია