ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა -BBC


თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა -BBC

ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში თვითმფრინავი, რომელშიც 72 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოვარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია 16 ცხედარი. Yeti Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუდან პოხარაში მიფრინავდა და დაშვებისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდნის დროს ნაწილებად დაიშალა. Reuters-ის ცნობით, ბორტზე 68 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 10 უცხო ქვეყნის მოქალაქე და ეკიპაჟის ოთხი წევრი. სამაშველო ოპერაციებში ჩართული პირები ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. პრემიერ-მინისტრმა პუშპა კამალ დაჰალმა მოიწვია თავისი კაბინეტის საგანგებო სხდომა და მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, იმუშაონ სამაშველო ოპერაციებზე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია