- მარტი 10, 2024
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- იანვარი 18, 2024
- , სამართალი
სასიკეთო დღეა, თქვენი აქტიურობით, ობიექტურობითა და გონივრული ქმედებით არაერთ სირთულეს გაართმევთ თავს. მეტი დრო დაუთმეთ პირად სასიყვარულო თემას. შესაძლოა თავი იჩინოს გაუთვლელმა სირთულეებმა, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან მხარდამჭერები, რომლებიც დაგეხმარებიან ბარიერების გადალახვაში, რჩევისთვის შეგიძლიათ ოჯახის წევრებსაც მიმართოთ. შესაძლოა სირთულეებმა იჩინოს თავი, როგორც პირად ასევე საქმიან თემებში, თუმცა ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. დღის აქტუალური თემაა ბრძოლა. ნუ დაღონდებით, დაეყრდენით თქვენს ინტუიციას, იმოქმედეთ სიტუაციის შესაბამისად, მთავარია არაფერი გამოგეპაროთ, იყავით წინდახედული, დააკვირდით პროცესებს. გამოიყენეთ ამ დღის შესაძლებლობები, მთავარია არ გადაამლაშოთ ეგოიზმითა და იმპულსურობით, მიენდეთ ცხოვრების დინებას, ნუ მოიქცევით რადიკალურად, მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ და გაგებით მოეკიდეთ ირგვლივმყოფებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოერიეთ შფოთსა და გაღიზიანებას. რჩევისთვის უფროს, თქვენზე გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. სასიკეთო დღეა პირად-სასიყვარულო კუთხით. დღის პირველი ნახევარი დახუნძლული იქნება სხვადასხვ ტიპის გარჩევებითა და მოლაპარაკებებით, პირად საკითხებში დეტალურად გათვალეთ ყველაფერი, საღამოს დრო სჯობს ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. თქვენი ენერგიული და საქმიანი განწყობა სხვებისთვის მოტივაციაა, მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად მშვენიერი დღეა. თავი შეიკავეთ კრიტიკული შენიშვნებისგან, რათა არ გაანაწყენოთ თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები. მშვილდოსანი აქტიური დღეა, თქვენი ოპტიმიზმი და ენერგია კი თქვენთანაა, შეძლებთ არა მხოლოდ საკუთარი საქმეების წარმატებით მართვას, არამედ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების დახმარებასაც. შესაძლოა გაგახარონ მოულოდნელი სიურპრიზით. აქტიური დღეა, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით, იყავით შეუპოვარი და ნუ დაყრით ფარ-ხმალს, იზრუნეთ რეპუტაციის განმტკიცებაზე. სასიკეთოდ ჩაივლის მოლაპრაკებები, თუმცა არ დაგავიწყდეთ დიპლომატიის ძალა. შესაძლოა სწორედ ახლა დაასრულოთ ის საქმეები, რომელშიც დიდ ენერგიას დებდით და დიდ იმედებს ამყარებდით. დღის მეორე ნახევარი სჯობს მეტად დაისვენოთ, მოერიდეთ კამათსა და დისკუსიებში ჩართვას. ეცადეთ დაასრულოთ ის საქმეები, რომელზე პასუხისმგებლობაც იტვირთეთ. ნუ გადააბარებთ სხვას თქვენს საქმეს. დღის მეორე ნახევარი სჯობს მეტად დაისვენოთ.