სამართალი
„სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 9 წელია რაც მიმდინარეობს და ამ მდგომარეობით თითქმის 700 მილიონი ლარით მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე თავიდან იყო გათვალისწინებული, პროექტის საბოლოო ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ
„ზუსტად 6 თვის წინ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა, ჩვენ გვახსოვს იმ დროისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრის აბსურდული არგუმენტები, რომ თითქოსდა ხიდის ჩანგრევა გამოიწვია უხვი ნალექის შედეგად რიონის ადიდებამ, რამაც თურმე ბოძებს ძირი გამოურეცხა