პოლიტიკა
საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა თავისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის, ეს იყო 1989-1991-2008 წლებში, რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა იხდის დღეს, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სისხლის ფასად დაუჯდა საკუთარი დამოუკიდებლობა და მისი უფლება, გამხდარიყო დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა