პოლიტიკა
თავისუფლების მტერია სიღარიბე და უმუშევრობა; ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ვმუშაობთ ეკონომიკური აღორძინებისა და სოციალური სამართლიანობისთვის; ამ გზაზე, არაერთი გლობალური გამოწვევის მიუხედავად, მნიშვნელოვან პროგრესს, თვალსაჩინო შედეგს მივაღწიეთ და მანამდე გავაგრძელებთ შრომას, სანამ ბოლომდე არ დავამარცხებთ სიღარიბესა და უმუშევრობას და სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის სიძლიერე და კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა