პოლიტიკა
პეტერბურგის უნივერსიტეტის 26 წლის სტუდენტი არტემ ნოვოჟილოვი დღეს, 1 ოქტომბერს მეგობართან ერთად მინერალნიე ვოდის გავლით ერევანში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო მესაზღვრეებმა ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს, - ამის შესახებ BBC წერს,
როგორც ტელეკომპანია წერს, ნოვოჟილოვი მესამე ხარისხის ინვალიდია
18 წლის ასაკში თირკმელების პრობლემა დამეწყო და ერთის გადანერგვა მომიწია, მაგრამ ეს არ გახდა არგუმენტი მესაზღვრეებისთვის" - განუცხადა მან BBC-ს
არტემის თქმით, სომხეთში ბილეთები ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში იყიდეს, რადგან პეტერბურგში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აპირებდა დოქტორანტურაში ჩაბარებას ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რისთვისაც TOEFL და GRE ენის გამოცდები უნდა ჩაებარებინა