პოლიტიკა
მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2,5 წლის განმავლობაში, ყველა შეხვედრისას მე ყოველთვის ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში, საქართველოს მთავრობასთან მუშაობის სურვილში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის, არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ