პოლიტიკა
რეალურად ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა, თუ პია კაუმა რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისას, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებას: „დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება“